26 დეკემბერი 2024,   17:18
ვრცლად
პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან გამქრალი ათასობით ლარი - მასწავლებლების ანგარიშიდან ფული ტოტალიზატორში გადაირიცხა

პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან გამქრალი ათასობით ლარი. უკვე მეორე თვეა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს ვინ და როგორ იპარავს პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან ფულს.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, სოლიდური თანხა 100-მდე პედაგოგის სახელფასო ბარათებიდან გაქრა. ყველა მასწავლებლის ანგარიშიდან ფული ტოტალიზატორში გადაირიცხა. დაზარალებული ასამდე პედაგოგია, თუმცა გამოძიება 40 საქმეზე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ვერ დაადგინეს, ვინ დგას საბანკო აფიორის უკან.

„კურიერმა“ ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ გამომძიებლებისთვის მიცემული ჩვენება მოიპოვა. ამ პედაგოგის შემთხვევაშიც, ხელწერა იგივეა - ტრანზაქციები შუაღამისას განხორციელდა და რამდენიმე წუთში საერთო ჯამში 420 ლარი დაკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „კურიერს“ განუმარტეს, რომ გამოძიება ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მუხლებით მიმდინარეობს. დაზარალებული მასწავლებლები ხელფასს სხვადასხვა ქართულ ბანკებში იღებენ, საიდანაც მონაცემები შს სამინისტრომ უკვე ამოიღო. იმ შემთხვევების გარდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია "კურიერმა" მოიპოვა, ათობით დაზარალებულის შესახებ ინფორმაცია "netgazet"-მაც გაავრცელა.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე გვიყვება, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში, დასახმარებლად 80-მდე მასწავლებელმა მიაკითხა.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 



 

 

დღის ამბები