22 დეკემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ზღვაზე ამიყვანეს, შემომარტყეს და კარგად გამისწორდნენ - გიორგი მაზიაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და მათი ვინაობის დადგენას ითხოვს 

გიორგი მაზიაშვილი იმ პოლიციელების ვინაობის დადგენას ითხოვს, რომლებსაც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

მაზიაშვილის ინფორმაციით, ის ორი თვის წინ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზნით გააჩერეს, თუმცა საბოლოოდ თბილისის ზღვაზე აიყვანეს.

მაზიაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა მისი პატიმარი ძმის საქმეს უკავშირდება, რომელიც ქურდულ სამყაროსთან კავშირშია ბრალდებული.

მომხდარის შესახებ მაზიაშვილმა განცხადებებით უკვე მიმართა სახალხო დამცველსა და გენერალურ ინსპექციას.

„გაჩერდა მანქანა და მეუ8ბნებია, წამოდი ბიჭო განყოფილებაში უნდა წაგიყვანო. ჩემს ძმაზე მესაუბრნენ თბილისის ზღვაზე რომ ამიყვანეს. შენ გვერდზე გაიწიეო, მითხრეს ასეთი რაღაცა, ყველაფერში ნუ აქტიურობო. შემომარტყეს და კარგად გამისწორდნენ. მაგიტომ მინდა, რომ გავარკვიოთ ის პოლიციელები ვინ არიან,“-აცხადებს მაზიაშვილი.

დღის ამბები