07 დეკემბერი 2024,   22:18
ვრცლად
შვილმოკლული მამების პროტესტი - აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათიდან განახლდება

შვილმოკლული მამების აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს 18:00 საათიდან განახლდება.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მთელი ღამე პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდნენ.

ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა ოქტომბრიდან ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება ორი დღის წინ დააანონსეს, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება.

შვილმოკლული მამები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

„ისევ და ისევ იცავს ხელისუფლება ჩვენი შვილების მკვლელებს. არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ უნდათ. მანამ ვიქნებით აქ, სანამ სამართალს არ მივაღწევთ,“-აცხადებს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა.

ამავე თემაზე
დღის ამბები