22 დეკემბერი 2024,   06:04
ვრცლად
აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლა - ელისო კილაძე პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

ელისო კილაძე მთავარ პროკურატურას პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს. გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, როდესაც რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შეკრებილებს საწვიმარი კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით კი ეს კარავი პოლიციელებმა წაიღეს.

ჟურნალისტის განცხადებით, ეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლაა, რასაც საგამოძიებო უწყების მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„სახალხო დამცველმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. ისიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი იყო უკანონო. ველოდები ძალიან მყისიერ რეაქციას მთავარი პროკურორის  მხრიდან,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები