ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იწყება. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ანთაძის თქმით, დღის წესრიგის მიხედვით, 12 საკითხის განხილვა იგეგმება.
განსახილველ თემებს შორის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობები იქნება. შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხზე იმსჯელებენ. ასევე განიხილავენ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების თემას.
ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე იგეგმება თრუსოს ხეობაში 5 მოლაშქრის დაკავების შესახებ მსჯელობა.