22 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
გორის ავტობანი გაიხსნა - სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლები საპროტესტო მსვლელობით გორის მერიისკენ მიემართებიან

გორის ავტობანზე ვითარება განიმუხტა. სოფელ ხელთბუნის მცხოვრებლებმა გორის ავტობანი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, გახსნეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობით გორის მერიის შენობისკენ მიემართებიან.

არსებული ინფორმაციით, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, თუმცა მათი შეყვანის საჭიროება არ დამდგარა. ვითარება სამართალდამცავებმა დაასტაბილურეს.

პოლიციასა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად სამართალდამცავებს აქციის არცერთი მონაწილე არ დაუკავებიათ.

აქციის მონაწილეები ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები