22 დეკემბერი 2024,   05:33
ვრცლად
წალეკა ნარკოტიკებმა ყველაფერი, არის ტოტალური უმუშევრობა - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სურამსა და სოფელ წრომში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები მარიხუანის კულტივაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას აპროტესტებენ.

მოსახლეობას თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი პირად სარგებელს იღებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მომავალს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაშინ როცა ქვეყანაში გაჭირვება, უმუშევრობა და უპერსპექტივობაა, ხელისუფლება საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კორუფციულ სქემებს შეაჩერებს, პენსიას 400 ლარამდე გაზრდის და უსამართლო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი გამოცხადება.

„ჩვენ შეგვიძლია, საათობით ველაპარაკოთ სოფელ წრომიდან დაწყებული წითელ ხიდამდე, ყველგან ერთსა და იმავეს იმეორებენ, ესენი არიან კაბინეტებიდან გამოსაყრელები. წალეკა ნარკოტიკებმა ყველაფერი, არის ტოტალური უმუშევრობა. ამ დროს ტელევიზიით უყურებენ, ყოფილი მინისტრი როგორ დარბის და როგორ არის დაკავებული „ობშიაკის“ შეგროვებით,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები