22 დეკემბერი 2024,   05:57
ვრცლად
დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, წყლისა და გაზის უქონლობის პრობლემა - აქცია ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილში

აქცია ლანჩხუთის სოფელ, ნინოშვილში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მძიმე წონიანი მანქანების ინტენსიურმა გადაადგილებამ, საგრძნობლად დააზიანა სოფელში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლი, რადგან სოფელი მეწყრულ ზონაშია და ამან, გზის ჩახერგვა გამოიწვია.

გარდა ამისა, დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან მოითხოვს, სასწრაფოდ მოგვარდეს წყლისა და გაზის უქონლობის პრობლემა, რომელიც სოფელს, უკვე მრავალი წელია აწუხებს.

მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და მთავარ გზას გადაკეტავენ. 

დღის ამბები