26 დეკემბერი 2024,   16:56
ვრცლად
დასუფთავების ყოველწლიურ კამპანიას დღეს საქართველოც შეუერთდა

დასუფთავების ყოველწლიურ კამპანიას დღეს საქართველოც შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

„მადლობა მინდა, ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს იმიტომ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ესტონელებს, რომლებმაც 190 წლის წინ დაიწყეს ეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა, ვუთხრა უცხოელებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ასეთი პატრიოტიზმით ჩვენი ქვეყნის მიმართ, დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველო ამ დღეს 2010 წლის შემდეგ აღნიშნავს. დასუფთავების აქცია თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

დღის ამბები