ოზურგეთში 16 და 20 წლის ბიჭები დაჭრეს. წინასაწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ახალგაზრდებს ჭრილობები გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ამ წუთებში დაჭრილებს ოპერაცია უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.