სროლა მექსიკის დედაქალაქში - ქუჩის მუსიკოსების ჯგუფის ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მეხიკოს ტურისტულ ცენტრში გახსნეს. დაიღუპა სამი ადამიანი, 7 კი - დაშავდა.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლებით მიიმალნენ. სამართალდამცველები ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებენ.
ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა, ნარკოვაჭრობასა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.