22 დეკემბერი 2024,   07:06
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. შალვა ნათელაშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

ნათელაშვილის თქმით, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს მთავრობა სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ეროვნულ უმცირესობებს მჭიდრო კავშირს დაჰპირდა.

„უეროვნებო უმცირესობა ჩვენს ქვეყანაში არის ოლიგარქიული ხელისუფლება და რეჟიმი, რომელსაც უნდა, საკუთარი სამოთხე მოაწყოს ჩვენს ხარჯზე. ამას ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. ახლა აპირებენ ნარკოტიკების ფართოდ მოყვანა-გავრცელებას და ამით ყველა მოიწამლება, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა ისევე, როგორც პენსიების არქონით, პრაქტიკულად, სოციალური დახმარებების არარსებობით, ამ საარჩევნო პოლიტიკური ტყუილებით ყველა ვიწამლებით, ყველა ერთად ვიღუპებით და ვიქცევით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები