26 დეკემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ ცუდად გახდა - შეიძლება, საავადმყოფოში გადაიყვანონ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შეუძლოდ გახდა. ის მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შესაძლოა, საავადმყოფოში გადაიყვანოს.

დავით სარალიძის მამას რამდენიმე დღის წინ დასჭირდა ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავებთან შელაპარაკების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის წინ შვილმოკლული მშობლები უკვე მეექვსე დღეა, აქციას მართავენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

დღის ამბები