26 დეკემბერი 2024,   17:15
ვრცლად
„სარალიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე" - ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია დახმარება, რადგან საავადმყოფოში გადაყვანაზე ზაზა სარალიძე უარს ამბობდა. თუმცა, მისი ჰოსპიტალიზაცია მაინც საჭირო გახდა.

სარალიძის ჯანმრთელობის მდგომაარეობის შესახებ გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა ისაუბრა. ელისო კილაძის თქმით, შვილმოკლული მამა კონტაქტური არ იყო. 

„სარალიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. დამირეკეს, რომ გონი გაკარგა, ხელ-ფეხი დაუბუჟდა და წაიქცაo. როცა მოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე იყო, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ უარი განაცხადა, როგორც კარდიოგრამის გადაღებაზე, ასევე უარი განაცხადა გადასხმასა და საავადმყოფოში გადაყვანაზეც. ის არ არის კონტაქტური, ვერ გელაპარაკება, მას აქვს დიაბეტი,“ - განაცხადა ქრონიკა პლუსის  მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მე-6 დღეა, შიმშილობენ. ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიაკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, თქმით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, საპროტესტო აქცია მაინც გაგრძელდება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები