26 დეკემბერი 2024,   17:05
ვრცლად
„მეტი გაკეთებული საქმე, მეტი მომავლის იმედი, მეტი მომავლის რწმენა" - დავით ბაქრაძე თბილისში მხარდამჭერებს ხვდება

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თბილისში მხარდამჭერებს ხვდება. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„მეტი გაკეთებული საქმე, მეტი მომავლის იმედი, მეტი მომავლის რწმენა და სწორედ ეს არის ჩვენი - ევროპული საქართველოს, ამოცანა - დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში მომავლის რწმენა, დავაბრუნოთ იმედი. ესეც არის ჩვენი არჩევანი, ავირჩევთ ადამიანს, რომელიც შემდეგი 6 წელი იქნება კაბინეტში, ივლის მიღებებზე, იტყვის, რომ ხალხზე ზემოთ დგას და არ მიხედავს ხალხის პრობლემებზე, თუ ყველა ერთად ვეცდებით, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე და უფრო საიმედო ხვალინდელი დღე ავაშენოთ. ამ ყველაფერს სჭირდება ქმედითი პრეზიდენტი, არა პრეზიდენტი, რომელიც კაბინეტში გამოიკეტება, არა პრეზიდენტი, რომელიც ვეტოების დადებით იქნება დაკავებული, არა პრეზიდენტი, რომელიც ჯერ არ აურჩევიათ და უკვე იძახის, ხალხზე ზემოთ ვარო, როგორც ამას ხელისუფლების კანდიდატი აცხადებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები