22 დეკემბერი 2024,   09:07
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ აფხაზეთი ჩვენი განგრენაა - ირაკლი ოქრუაშვილი დუმილს არღვევს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რამდენიმეწლიან დუმილს არღვევს და ყოფილ პირველ დიპლომატთან სკანდალური შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელიც 10 წლის წინ, აგვისტოს ომიდან მალევე, პარიზში შედგა.

თავდაცვის და საგარეო უწყების ყოფილმა პირველმა პირებმა მაშინ ქვეყნის ოკუპაციის და ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს.

პრეზიდენტობის მოქმედმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, მაშინ ირაკლი ოქრუაშვილს უთხრა, რომ აფხაზეთი საქართველოს განგრენაა და ამიტომ ის უნდა მოიჭრას.

ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პირველი დიპლომატის გეგმა, რომელიც მას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა, ახლა სახიფათო რეალობა ხდება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, ზურაბიშვილისთვის, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში, სავარაუდოდ, ნამყოფიც არ არის, ადგილობრივების და მთელი საქართველოს ტკივილი გაუგებარია.

ოქრუაშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეურაცხყოფას აყენებს ომის მსხვერპლების ხსოვნას, დევნილებსა და ჯარისკაცებს.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, ქვეყანა უარს იტყვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები