26 დეკემბერი 2024,   16:40
ვრცლად
„როგორ უნდა ჩაგვხედოს თვალებში“ - გმირი ჯარისკაცების ოჯახების პროტესტი სალომე ზურაბიშვილს

ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო, ყველაზე მძიმე მოსასმენი გმირი ჯარისკაცების ოჯახებისთვის იყო.

გმირების მშობლებმა შაბათის კურიერთან ისაუბრეს. მათთვის სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება გამაოგნებელი აღმოჩნდა.

სამხედროების ოჯახებს სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი კითხვა აქვთ - თუ ის პრეზიდენტი გახდება, როგორ უნდა შეხედოს ჯარს და როგორ უნდა ჩახედოს თვალებში ჯარისკაცებს, ვინც სიცოცხლის ფასად რუსულ ტანკებს აჩერებდა.

ჯარისკაცების მშობლები, ვინც ომის სისასტიკე საკუთარ თავზე განიცადა, გულდაწყვეტილები არიან. მიაჩნიათ, რომ მათი შვილების ომის ინიციატორებად დასახელება ჯარისკაცების შეურაცხყოფა და უპატივცემულობაა.

მათი თქმით, მსგავსი განცხადებების ავტორი პრეზიდენტობის კანდიდატი რუსულ რიტორიკას იმეორებს და საქართველოს ისტორიის გადაწერას ცდილობს.

„ეს არის ჩემი შვილების შეურაცხყოფა. როგორ უნდა შეგვხვდეს, როგორ უნდა ჩაგვხედოს თვალებში,“ - აცხადებენ გმირი ჯარისკაცების მშობლები.

დღის ამბები