26 დეკემბერი 2024,   16:41
ვრცლად
პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში შესულია ორი კანონპროექტი, თუმცა განიხილება მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას შეეხება. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ირაკლი კობაიძის განცხადებით კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება.

„რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. აქ მთავარი არის საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოებას იმაზეც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. თუ იქნებოდა იქ საუბარი ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე ჩვენთვის ბუნებრივად გასაგები იქნებოდა  საპატრიარქოს პოზიცია. თუმცა აქ არ არის საუბარი ამაზე. იყო კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე და აუცილებლად გაგრძელდება ეს კონსულტაციები მათშორის რა თქმა უნდა  პირველ რიგში პატრიარქთანაც კონსულტაციები,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 რაც შეეხება  მარიხუანასთან მიმართებაში რეგულაციებს, არჩილ თალაკვაძის განმარტებით მაღალი ალბათობით კანონპროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

„იმ ცვლილებებს, რომელიც მკაცრს რეგულაციებს და რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას ეხება, მაღალი  ალბათობით ექნება მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება სხვა  ცვლილებებს, რომელიც არ უკავშირდება ამ მიმართულებას, ამაზე ჩვენ გამოვიყენებთ კანონით დადგენილ პროცედურას. ეს არ არის ხვალ და ზეგ, სასწრაფოდ მისაღები გადაწყვეტილება,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები