26 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
„იპოვე თავი შენი“ - ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი შედგა

„იპოვე თავი შენი“ - ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი შედგა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს ახსენებს, რომ ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 10 ოქტომბერია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამ დროისთვის ცესკოში 9 კანდიდატია რეგისტრირებული. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, მათ ამომრჩეველთა ხელმოწერების წარსადგენად ორ დღიანი ვადა აქვთ.

„საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით აწოდებენ ინფორმაციას 2018 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მათი საარჩევნო უბანი,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები