26 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
უკიდურესი სიღარიბე და მოხსნილი სოციალური დახმარება-სამეგრელოში მცხოვრები რუსიების ოჯახში შიმშილის ზღვარზეა

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები რუსიების ოჯახი დახმარებას სახელმწიფოსგან წლებია უშედეგოდ ითხოვს. 63 წლის გენრიეტა რუსია პირველი ჯგუფის ინვალიდია და ავადმყოფ შვილთან ერთად სამი წელია სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად იბრძვის. რუსიების ოჯახს ამჟამად არც სოციალური დახმარება და არც დაზღვევა აქვს.

ონკოლოგიურად დაავადებული ქალის ჯანმრთელობას წლების წინ მიღებული ინსულტი უფრო ართულებს, დამოუკიდებლად გადაადგილებას დიდი ხანი ვეღარ ახერხებს.

დედა - შვილის საცხოვრებელი სახლი 32 კვადრატია. რევაზ რუსიამ ერთი წლის განმავლობაში 3 ჯერ მიმართა სოციალურ სამსახურს, თუმცა დამაკმაყოფილებელი პასუხი მაინც ვერ მიიღო. მიზეზად მაღალი ქულებით შეფასებული საცხოვრებელი პირობები სახელდება.  

სოციალურ სააგენტოში რუსიების ოჯახის უკიდურეს გაჭირვებას ადასტურებენ, თუმცა ვერც დახმარებას პირდებიან. მათი თქმით, რუსეიბის ოჯახისადმი მინიჭებული მაღალი ქულა რეალურია და ისინი ამ ეტაპზე დახმარებას არ საჭიროებენ. 

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები