26 დეკემბერი 2024,   17:03
ვრცლად
„აფხაზეთი მეზობელი ჰგონია საპრეზიდენტო კანდიდატს... ეს არის კრემლის გეგმა,"-თაკო ჩარკვიანი

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებთან ერთად თელავში ამომრჩეველს ხვდება. მასთან ერთად იმყოფება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ამომრჩეველს მიმართა. მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

„ასეთი შეხვედრა აქ არასდროს მქონია, რომ პოლიტიკურ ლიდერს ვახლდე და არც პოლიტიკაში ასე არ ჩავრთულვარ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგად ვიფიქრე, გავიაზრე და ვთქვი, რომ სიამოვნებით დავუჭერ მხარს ამ საპრეზიდენტო კანდიდატს. ის არის უალტერნატივო კანდიდატი დღეს. ეს არის რეალური ოპოზიციური კანდიდატი,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მან სიტყვით გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი. თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ის იმეორებს კრემლის რიტორიკას, რომელიც ამ დრომდე ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს რომ ომი დაიწყო საქართველომ.

„აფხაზეთი მეზობელი ჰგონია საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატს ხალხო. წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავვარდით?  რუსეთის დღეს აკეთებინებს ზურაბიშვილს ღიად განცხადებას, რომ საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბა და თუ მას გაყალბებით ქართველი ხალხი აირჩევს ეს ნიშნავს, რომ  მსოფლიოში საქართველომ დასტური მისცა იმ სამარცხვინო აზრს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის მიზანმიმართული გეგმა ვერაგული, ჩრდილოელი მეზობლისა,“-განაცხადა ჩარკვიანმა. 

თაკო ჩარკვიანმა თელავის ამომრჩეველს მოუწოდა მხარი დაუჭირონ გრიგოლ ვაშაძეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა მხარდაჭერა 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ იმ მიზეზით გამოუცხადა, რომ ელოდა ცვლილებებს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ მუშაობს.

„თურმე კახეთში ყველაფერი იმ კაცის დროს გაკეთდა, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი 9 წლის განმავლობაში. გარდამტეხი მაშინ იყო სანდრო გირგვლიანის თემა. მე მას ვიცავდი, ვიდექი ირინა ენუქიძის გვერდით და რა მოხდა. მე მაშინ ვიცავდი შვილმკვდარ დედას, ახლა ვიცავ შვილმკვდარ მამებს,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები