26 დეკემბერი 2024,   17:14
ვრცლად
რუსული ბაზები და 90-იან წლებში დაწყებული მოლაპარაკებები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ დამსახურებად ასაღებს

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო ომი და 2008 წელ საკუთარი მოქალაქეები დაბომბა, საზოგადოების აღშფოთების საგანი არაერთხელ გახდა. მისი არაერთხელ გაკეთებული ამგვარი განცხადებები, რუსეთის ინტერესების გატარებად შეფასდა, თუმცა თავად საპრეზიდენტო კანდიდატი თავს იმით იმართლებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსებმა საქართველოდან ბაზები გაიყვანეს. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები  ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან და პუტინამდე დაიწყო, რის პარალელურადაც ბაზების გაყვანა ეტაპობრივად ხდებოდა.

რუსეთის ლიდერმა დიდი ხანია აღიარა, რომ ომი ომამდე წელიწადნახევრით ადრე დაგეგმა და ეტაპობრივ შესრულებას შეუდგა. ცალკე რუსული, ცალკე სეპარატისტული შეიარაღებული ძალების წვრთნითა და აღჭურვით.

თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატი ამ თემაზე საუბრისას თითქმის ყველა განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და თან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.


 

დღის ამბები