21 დეკემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"ვუჭერ მხარს მოსაზრებას, რომ არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება"- ეკა ბესელია მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონზე 

მარიხუანას კონტროლის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას მთავრობა არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება, ეკა ბესელიამ გააკეთა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს რა ვადებში დაიწყებს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას.

დეპუტატი ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა საკითხზე გაგრძელდება და შედგება ღია დისკუსია. 

„სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არის საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა, არის საპატრიარქოს პოზიციაც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად ღია დისკუსია და შეჯერდეს და მოხდეს პრინციპებთან დაკავშირებით პოზიციების კარგად გააზრებული დიალოგის შემდეგ შეჯერება. ამიტომ მე ვუჭერ მხარს მოსაზრებას, რომ ამ საკითხზე არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველი გუნდი მარიხუანას შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილს აღარ განიხილავს, რომელიც კანაფის კულტივაცია-ექსპორტს ეხება. აღნიშნულთან მიმართებაში იგეგმება კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოსთანაც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონპტოექტს "ოცნება" არ მიუბრუნდება და მას უკან გაიწვევს

დღის ამბები