26 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
გაურკვეველია და გაუგებარია, ქვეყანა ნახავს თუ სხვა ვინმე სარგებელს ამ მითიური პლანტაციების - გიორგი კანდელაკი

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადებას ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, ამ ეტაპზე სასწრაფოდაა მისაღები საკანონმდებლო პაკეტის ის ნაწილი, რომელიც მარიხუანის რეკრეაციული მიზნებისთვის მოხმარებას არეგულირებს.

„მარიხუანის მოწევის გამო არ შეიძლება, ადამიანებს ვსვამდეთ ციხეში. ეს არის დღეს და ეს უნდა იყოს განხილვის და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკანონმდებლო სივრცეში გადმოთარგმნა უნდა იყოს მთავარი საგანი მუშაობის და მთავარი საკითხი და არა რაღაც მითიური პლანტაციები და გაურკვეველია და გაუგებარია, კიდევ ვინ ნახავს, ქვეყანა ნახავს თუ სხვა ვინმე ნახავს სარგებელს ამ მითიური პლანტაციების,“ - განაცხადა კანდელაკმა.

მარიხუანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კონსულტაციებს იწყებს. საუბარია კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტს გულისხმობს. რაც შეეხება მარიხუანას მოხმარების რეგულაციებს, ამ ნაწილს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

დღის ამბები