26 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი - ირმა ინაშვილი მარიხუანას წარმოება-ექსპერტზე საუბრობს

„ეს არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა, ირმა ინაშვილმა მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტის შეფასებისას გააკეთა.

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას ამ ინიციატივის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კონსულტაციაში არ ჩაერთვებიან.

„ეს არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი. ჩვენ ამას, ცხადია, დავუპირისპირდებით, არავითარ დისკუსიაში, დებატებში და განხილვაში, მე პირადად არ ვერთვები იმიტომ, რომ სრული ჭეშმარიტებაა ჩემთვის, რომ ამის დანერგვა საქართველოში, ეს ნიშნავს, ჩვენი გენოფონდის, ჩვენი შვილების მომავლის მოსპობას. ამიტომ, ეს დრო, რომელიც ახლა შემოგვთავაზა მთავრობამ, დროებითი გადადება ამ პროექტის განხილვის, არავითარი საჭიროება ამისი არ არის, ჩემი აზრით, პირდაპირ უნდა მოხდეს გაწვევა პარლამენტიდან ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული პროექტის,“ - განაცხადა ინაშვილმა.

მარიხუანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კონსულტაციებს იწყებს. საუბარია კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტს გულისხმობს. რაც შეეხება მარიხუანას მოხმარების რეგულაციებს, ამ ნაწილს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

დღის ამბები