26 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
რეორგანიზაცია რუსთაველის თეატრში-გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის 6 მსახიობია

რუსთაველის თეატრიდან ბოლო პერიოდში 7 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორის 6 მსახიობია, ერთი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი.

გათავისუფლებულებს შორის არის მსახიობი ნათია კვაშალიც. ის არსებულ ინფორმაციას ადასტურებს.

„ვადასტურებ, რომ თეატრში მოხდა რეორგანიზაცია და ამის შედეგად რამდენიმე მსახიობს შეგვიწყდა კონტრაქტი,“-განაცხადა რუსთაველის თეატრის ყოფილმა მსახიობმა ნათია კვაშალმა თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რატომ მოხდა პირადად მისი გათავისუფლება.

ინფორმაციას გათავისუფლების შესახებ არ ადასტურებს ნანული სარაჯიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ის თეატრში დაკავებულ პოზიციას ინარჩუნებს.

საკადრო წმენდას თეატრში  რეორგანიზაციით ხსნიან. რუსთაველის თეატრის იურისტის განმარტებით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს კანონით განსაზღვრულ ვადაში, ერთი თვით ადრე აცნობეს, რომ შეუწყდებოდათ ხელშეკრულება. ლაშა გოგინაშვილი აცხადებს, რომ თეატრმა ყოფილ თანამშრომლებს კომპესაცია გადაუხადა.  

„არიან ადამიანები, რომლებიც არიან ინტეგრირებული ყოველ დღიურად ჩართული თეატრალურ ცხოვრებაში. ეს უკვე  კონკრეტულად ადმინისტრაციის და სამხატვრო ხელმძღვანელის  გადასაწყვეტია,“-განაცხადა ლაშა გოგიშვილმა.

 

დღის ამბები