26 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ხიდისთავის, არაშენდას და შინდისის მოსახლეობას შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები შიდა ქართლის სოფლების, ხიდისთავის, არაშენდას და შინდისის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების სრული უყურადღებობა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ადგილობრივების მთავარი პრობლემები.

მოსახლეობა სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აპროტესტებს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლება ორიენტირებული იქნება მოსახლეობის სოციალური საჭიროებების მოგვარებაზე. ამავე დროს მოძრაობა "ძალა ერთობაშია" გააგრძელებს მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას ქვეყნის სრული დეოკუპაციის მიმართულებით.

დღის ამბები