26 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"შეხვედრაზე მოთელილ იქნა “თბილისის თამბაქოსა” და “ომეგას” სადისტრიბუციო ქსელების შერწყმის იდეა" - ვანო ჩხარტიშვილი სკანდალურ ჩანაწერზე საუბრობს

შეხვედრაზე მოვთელეთ „ომეგა ჯგუფისა“ და „თბილისის თამბაქოს“ გაერთიანების იდეა - ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის „რუთავი2“-ის მიერ მოპოვებულ იმ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი.

ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ “თბილისის თამბაქოსა” და “ომეგას” სადისტრიბუციო ქსელების შერწყმის იდეა განიხილებოდა, თუმცა ეს იდეა არ განხორციელებულა.
მისივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა შეხვედრა „ომეგა ჯგუფის“ ხელმზღვანელის ინიციტივით გაიმართა და ამ შეხვედრებზე ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ საუბარი არ ყოფილა. ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ჩემი სახელი “ომეგა” ჯგუფისა და ტვ “იბერიას” გარშემო მიმდინარე პროცესებს გაუგებარი პოლიტიკური ქვეტექსტებით დაუკავშირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია “იბერია.”

საუბარი შეეხებოდა თამბაქოს ქართულ ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებას. კერძოდ, თამბაქოს იმპორტიორების დემპინგური ფასების გამო თამბაქოს ქართულ წარმოებას შეექმნა რეალური გაჩერების საფრთხე და გამოსავლის ძებნაში, შეხვედრაზე მოთელილ იქნა “თბილისის თამბაქოსა” და “ომეგას” სადისტრიბუციო ქსელების შერწყმის იდეა. ეს ერთ-ერთი გზა იყო ქართული წარმოების გადარჩენისა და ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ამავე მიზნით, მთავრობასთანაც გვქონდა მოლაპარაკებები.

შეხვედრაზე არ გვისაუბრია არც ფონდებზე, არც კულუარულ გარიგეგზე და არც პოლიტიკაზე, მით უფრო ტელეკომპანია “იბერიაზე.”

მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ და იდეაზე მუშაობა არ გაგრძელებულა.“

ამავე თემაზე
დღის ამბები