26 დეკემბერი 2024,   16:05
ვრცლად
პრობლემები ხორბლის გადაზიდვაში და ხმაური ლილოში - გადამზიდავები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ  

ხმაური იყო დღეს ლილოს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან. გადამზიდავებმა ფინანსთა სამინისტროს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტი აიკრძალა. აქციის მონაწილეებმა, საპატრულო პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, საავტომობილო მოძრაობა მაინც შეაფერხეს.

ქვეყანაში, ხორბლის შემოტანაზე დასაქმებულ ადამიანებს ეშინიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით ასობით ოჯახი ლუკმაპურის გარეშე დარჩება და ხორბლის ბაზარი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მონოპოლია გახდება.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები დილიდან უშედეგოდ ითხოვდნენ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და განმარტებებს მთავრობის ახალ დადგენილებაზე. თუმცა მათ დღეს უწყების ხელმძღვანელი არ შეხვედრია, უკმაყოფილო მძღოლებმა ამის შემდეგ გზის გადაკეტვა გადაწყვიტეს.

ფინანსთა მინისტრი დღეს არც აქციის მონაწილეებთან და არც კამერებთან გამოჩენილა. დღის ბოლოს მძღოლებთან შეხვედრაზე მხოლოდ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მივიდა და პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა. თუმცა მძღოლებს პროტესტი ამ დრომდე არ შეუწყვეტიათ, მათ გზა გახსნეს, მაგრამ ტერმინალთან იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

 

დღის ამბები