26 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ზურაბიშვილის ახალი განცხადება - ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატი რიტორიკის შეცვლას ცდილობს

სამშობლოს ღალატში დადანაშაულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ვითარების გამოსწორებას ცდილობს და რიტორიკას ცვლის. „ქართული ოცნების“ რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ახალ და მისი გაცხადებული პოზიციისგან სრულიად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს.

ის აღარ ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ბრალს სდებს რუსეთს და ამტკიცებს, რომ ყოველთვის ეს პოზიცია ჰქონდა.

მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალი განცხადებები მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა, განცხადება კი  ფურცლიდან წაიკითხა.

„ოცნების“ მიერ მახრდაჭერილი კანდიდატი დღეს იმას მაინც არკვედა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, როგორც ამბობს პროვოკაციაზე წამოგებით შეცდომა დაუშვა თუ დანაშაული ჩაიდინა.

"ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერმა დაადასტურა, რომ ზურაბიშვილთან მისი სკანდალური განცხადებების შემდეგ, კონსულტაციები გაიარეს.

დღეს სალომე ზურაბიშვილის ბრალდებები მთავარმა ადრესატმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს უპასუხა.

სააკაშვილმა ზურაბიშვილს სკანდალური განცხადებები შეახსენა, ბოდიშის მოხდა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის მართლების შემდეგ, ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

დღის ამბები