26 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
საშიში ნივთიერება სისხლში - წელს, ყოველ შემოწმებულ მეხუთე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობის დასაშვებზე მაღალი დონე დაუდგინდა 

იაშვილის კლინიკაში წელს ყოველ შემოწმებულ მეხუთე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობის დასაშვებზე მაღალი დონე დაუდგინდა. სტატისტიკა ზუსტი არ არის, თუმცა სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მძიმე მეტალი ორგანიზმში ბევრად მეტს აქვს. 

ყველაზე მარტივად მძიმე მეტალის მატარებლები 7 წლამდე ბავშვები არიან. ექიმების განმარტებით, სისხლში მძიმე მეტალი სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, აფერხებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასა.

ჰაერის დაბინძურება, მანქანების გამონაბოლქვი, სამშენებლო მასალები, სხვადასხვა საღებავით დამუშავებული სათამაშოები - სისხლში ტყვია ძირითადად ამ გზით ხვდება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც, საშიში ნივთიერება საკუთარ სისხლში აღმოაჩინა და ამაზე ღიად დაიწყო საუბარი NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი იყო. 

რამდენად მასშტაბურია დაავადება და რამდენ ადამიანს აქვს სისხლში ტოქსიკური ნივთიერება ამის ზუსტი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდი დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და საქსტატთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით კვლევას იწყებს.

20 სექტემბრიდან 3 თვის განმავლობაში, სისხლში ტყვიის შემცველობაზე 2-დან 7 წლამდე ასაკის 1500 ბავშვს შეამოწმებენ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები