26 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
კრიტიკული მედიის მოსპობა და ფულის გაკეთების მცდელობა - გამზარდია მედიასა და ბიზნესზე ზეწოლის მეთოდებზე საუბრობს

ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემის წამყვანი არჩილ გამზარდია, ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს, მოიკრიბონ გამბედაობა და ღიად განაცხადონ, რომ მათ ბიზნესზე ისევე მიმდინარეობდა ზეწოლა, როგორც ეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ხდებოდა და ხდება.

არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მის გადაცემაში ხშირად უსაუბრია ხელისუფლებისგან ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე. სწორედ ამიტომ, გამზარდია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხშირად იყო მცდელობა, რომ  „რაიმე რეაგირება მოჰყვეს თავგასული გამზარდიას გადაცემებს.“

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კრიტიკული შეურიგებლობა კრიტიკული აზრისადმი, თუ მით უმეტეს ამ აზრს ჰქონდა არააფილირებული ფორმა“-ამბობს გამზარდია გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.

მისი თქმით, მას ჰქონდა შეთავაზება,რომ ჟურნალისტობა შეეწყვიტა და სხვა საქმინობით დაკავებულიყო.

„მე 13 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და სხვა კუთხით კიდევ უფრო წარმატებული რომ ყოფილიყო და ა.შ. ბევრი ტიპის შეთავაზებები იყო, რომ ჟურნალისტური  საქმიანობა და ხშირ შემტხვევაში ექსპერტული საქმიანობა არ მქონოდა“-ამბობს გამზარდია.

გადაცემის წამყვანის თქმით, მას ფინანსური შეთავაზებებიც ჰქონდა, რომ ტელეკომპანია "იბერია" დაეტოვებინა. გამზარდია აქვს, რომ ამ ხელისუფლებას განსხვავებული მიდგომები აქვს და ამ კონრეტულ შემთხვევაში ის ცდილობდა ერთის მხრივ „იბერიას“ გაჩუმებას,“ მეორეს მხრივ კი „ფულის შოვნას.“

"ის, რომ ყველანაირი აქტივობა აელაგმათ ერთის მხრივ ყველანაირი მედიასაშუალება მოესპოთ, რომელიც კრიტიკის ნაწილს მოირგებდა და მეორეს მხრივ, წმინდა წყლის  ფული ეკეთებინათ. ეს ორი მიმართებაა, რაც მოდის დღევანდელი ხელისუფლება და რის შეფუთვასაც ცდილობენ.

„დღეს ხელისუფლებას აქვს სიჩუმის პოლიტიკა, თუკი წინა ხელისუფელბას ყველა საკითხზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა, წინა პრეზიდენტი ყოველთვის ყველა საკითხზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა დღეს ეს მიდგომა არის - გაჩუმდით!“-ამბობს გამზარდია.

დღის ამბები