26 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
ამგვარ მედია გარემოზე პასუხისმგებლობა ცხადია, ეკისრება ხელისუფლებას - ნატა ძველიშვილი "იბერიას" საქმეზე საუბრობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „არჩევანის“ ეთერში საუბრობს.

ნატა ძველიშვილის თქმით, დღეს შექმნილი სიტუაცია მოსახლეობას აყენებს ზიანს, რადგან ტელეკომპანია „იბერია“ წინასაარჩევნოდ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ნატა ძველიშვილის თქმით, ქვეყანაში არაჯანსაღი მედია გარემოა შექმნილი, რასაც განაპირობებს არსებული პოლიტიკური სიტუაცია და საკანონმდებლო სივრცე.

„ამან, საერთო ჯამში, გამოაჩინა ძალიან სერიოზული პრობლემა მედია გარემოში რაც არსებობს, ის, რომ მედია არის ძალიან მოწყვლადი და ადვილია იქცეს ინსტრუმენტად, ვაჭრობის იარაღად სხვების ხელში და გამოყენებული იყოს პირადი ინტერესებისთვის. ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარ მედია გარემოზე პასუხისმგებლობა ცხადია, ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ გვაქვს დღეს სიტუაცია, როდესაც ამომრჩევლის, საზოგადოების ინტერესი ზიანდება, პირველ რიგში,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ძველიშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას სავარაუდო კორუფციულ სქემასთან კავშირი არ აქვს, მაშინ მის ინტერესში დროული გამოძიება უნდა შედიოდეს.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და ამის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. თანამშრომლების განცხადებით, მათზე ზეწოლის მიზნით და ტელეკომპანიაზე გავლენების მოსაპოვებლად ხელისუფლება „ომეგა ჯგუფს“ უქმის პრობლემებს, რომელიც „იბერიას“ დამფინანსებელია.

დღის ამბები