26 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"პოლიტიკური ნება არ არსებობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ - ნადირაშვილი

ეს ჩანაწერები ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციის ჭაობში - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, სახეზეა ელიტური კორუფცია და ის, რასაც ვხედავთ, მხოლოდ ნაწილია რეალურად არსებული უკანონობის.

მისი თქმით, „კურიერის“ მიერ გავრცელებულმა ჩანაწერებმა ცალსახად დაადასტურა, რომ კორუფციაში ჩართულია ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ბევრს ამბობს თუნდაც ის ფაქტი, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ვანო ჩხარტიშვილი ალაგებს ბიზნესს.

„გვაქვს ასეთი სქემა, როდესაც ერთის მხრივ ამ ყველაფერზე ხელს ითბობენ ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები და მეორეს მხრივ პარტიის დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან ამოღებული ფულითაც არ უნდათ. პოლიტიკური ნება არ არსებობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,“-ამბობს ნადირაშვილი.

საპარალამენტო უმცირესობის დეპუტატის თქმით, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის უკან და შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი ნაბიჯი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც ფაქტობრივად რეფერენდუმის ტოლფასია.

დღის ამბები