26 დეკემბერი 2024,   16:07
ვრცლად
„ეს ადამიანი მართლაც ქმედებებით დადასტურდა, რომ არის ცუილა,“ - მელია ზაქარია ქუცნაშვილზე საუბრობს

„ეს ადამიანი მართლაც ქმედებებით დადასტურდა, რომ არის ცუილა,“ - ასე მოიხსენია გადაცემა "არჩევანში" ნიკა მელიამ უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ თიანეთში, ზაქარია ქუცნაშვილის უახლოესმა მეგობარმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები ჩამოხია.

„ეს არის ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის უახლოესი მეგობარი და მისი, როგორც დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მთელ თიანეთში, მთელ რაიონში თავხედურად ჩამოხია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები და სიამაყით განათავსა საკუთარ facebook გვერდზე. ამის შემდეგ, მე საჯარო სივრცეში მივმართე ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც მთელი თიანეთი ეძახის და დადასტურდა ისე როგორც ეძახის, არ მინდა ამ ადამიანს ვუწოდო ზაქარია, ეს ადამიანი მართლაც ქმედებებით დადასტურდა, რომ არის ცუილა, ბოდიში მაგრამ ეს უნდა ვთქვა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები