26 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
დღეს ვართ რეალობის წინაშე, როცა ივანიშვილს მორჩილებს ყველა, ეს არის კატასტროფა - კორძაია

„რესპუბლიკის პარტიის“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ვითარებაზე სრულად პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის " წილების გადანაწილებაზე საუბრისას თამარ კორძაია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მორჩილია როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე საპატრიარქო.

კორძაიას თქმით, საპატრიარქო მარიხუანას მოყვანასა და ექსპორტთან დაკავშირებით ძალიან კატეგორიული იყო, თუმცა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი ემხრობოდა ამ კანონპროექტს, საპატრიარქოს პოზიცია მოზომილი გახდა.

„საკმარისია გაიგონ ბიძინა ივანიშვილის ნება და ყველა მიჰყვება ამ ხაზს თუ რა უნდა ბიძინა ივანიშვილს. სანამ ვერ გაიგებენ რა უნდა ივანიშვილს მანამდე არ ლაპარაკობენ-ეს არის მთავარი და დამღუპველი ხაზი ამ ქვეყანაში.

ივანიშვილის მორჩილი გახდა თვით საპატრიარქო....

„მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ვართ რეალობის წინაშე როცა ამ ერთ ადამიანს მორჩილებს ყველა, ეს არის კატასტროფა და მე მგონი ამაზე უნდა დაფიქრდეს საზოგადოება.

მან დაანგრია პოლიტიკური სისტემა იმიტომ რომ დაამკვიდრა ტრენდი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი შეიძლება იყოს თურმე დამოუკიდებელი კანდიდატი... პოლიტიკა განდევნა პოლიტიკიდან, მედია უნდა განდევნოს მედიიდან..."-ამბობს კორძაია.

მისი თქმით, არ შეიძლება სახელმწიფოში სისტემურობის წინააღმდეგ წავიდეს, რადგან თუ სისტემა არ არსებობს, არ არსებობს სახელმწიფო.

დღის ამბები