21 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
არ არსებობს მკაფიო ზღვარი საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის - შალვა თადუმაძე

საგამოძიებო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ განიხილავენ. შეხვედრას მთავარი პროკურორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი ესწრება.

მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, არ საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის არარსებობა ფუნქციების დუბლირებას იწვევს.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არის ის, რომ არ არსებობს მკაფიო ზღვარი საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის, რაც შემდგომში იწვევს ხოლმე პასუხისმგებლობის გაურკვევლობას, ფუნქციების დუბლირებას, რაც ცალსახად ხარისხზე აისახება ხოლმე,“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დღის ამბები