აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - ნიგვზიანის თემის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ადგილობრივები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. ისინი მოითხოვენ სოფლის სკოლის და გზის რეაბილიტაციას.
მათი თქმით, უგზოობის გამო ბავშვები წელს სკოლაში წასვლას ვერ ახერხებენ და გზის არარსებობის გამო, სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.
ადგილზე იმყოფებიან ნიგვზიანის თემის გამგებელი ირაკლი გუჯაბიძე და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესარიონ ტაბიძე.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, სანამ ლანჩხუთის მერი ალეკო სარიშვილი ადგილზე არ მივა. როგორც ლანჩხუთის მერიის პრესცენტრში გვეუბნებიან, მერს დილიდან შეხვედრები აქვს, ამის შემდეგ კი ის აქციის მონაწილეებს შეხვდება.