27 დეკემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"თბილისის მიერ აღებული კურსი ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხის შემცველია" - ლავროვის უწყება ქართულ მხარეს ერგნეთისა და გალის შეხვედრების პოლიტიზებაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის ჩაშლას ეხმაურება.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს ერგნეთისა და გალის შეხვედრების პოლიტიზებაში ადანაშაულებს.

სერგეი ლავროვის უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ 14 სექტემბერს ერგნეთის შეხვედრის ჩაშლის გამო.

მიზეზად რუსული მხარე დღის წესრიგში ოსური მხარისთვის მიუღებელი პუნქტების დამატებას ასახელებს.

"გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ინტერპოლის ხაზით, საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ორი მოქალაქე. ამ ყველაფრის გამო ოსური დელეგაცია იძულებული გახდა შეხვედრა დაეტოვებინა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების პოლიტიზებისკენ თბილისის მიერ აღებული კურსი ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხის შემცველია"- წერს მარია ზახაროვა.

დღის ამბები