27 დეკემბერი 2024,   03:59
ვრცლად
"ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, ეკლესიისა ან რელიგიური გრძნობების თემის გამოყენება, ჩემთვის არის მიუღებელი" - გიგა ბოკერია

ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ეკლესიას პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და მწვავედ აკრიტიკებს, გიგა ბოკერია ეხმაურება. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ საზოგადოების ნებისმიერ წვერს აქვს უფლება საკუთარი პოზიცია გააჩნდეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„საზოგადოების ნებისმიერ წევრს და ბუნებრივია, სასულიერო პირებსაც სრული უფლება აქვთ, რომ პოზიცია ჰქონდეთ მიმდინარე ნებისმიერ მწვავე დისკუსიაში. მაგრამ, ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, არ აქვს ვეტოს უფლება, რომელიმე დისკუსიაში და ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, ეკლესიისა ან რელიგიური გრძნობების თემის გამოყენება, ჩემთვის არის მიუღებელი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიაში ეკლესია არ უნდა ერეოდეს. ზურაბიშვილი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ლანძღვა-გინებას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ეკლესიას საარჩევნო კამპანიაში ჩარევის საშუალებას არ მისცემს.

 

დღის ამბები