27 დეკემბერი 2024,   04:01
ვრცლად
მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ მ.კ. დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა - ოთარ კახიძე

დეპუტატებმა პარლამენტის სესიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრეს. „ევროპული საქართვლოს“ წევრის, ოთარ კახიძის თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელის მიუთითებს, რომ მ.კ. დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა.

საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ოთარ კახიძის თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ პროკურატურამ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს ხელი დააფარა.

„საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელის დაფარებას ერთ-ერთი ფიგურანტის მიმართ. გამოავლინა აღნიშნული ფიგურანტი, ამავე დროს მოიპოვა ახალი საკვანძო მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებენ, რომ ეს ფიგურანტი, მისი ინიციალებია მ.კ, მონაწილეობდა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები