27 დეკემბერი 2024,   04:05
ვრცლად
„იმედია, დაავალდებულებთ ფინანსთა მინისტრს, რომ უარი თქვას პოლიტიკურ თავხედობაზე და გამოცხადდეს პარლამენტის სხდომაზე" - აბესაძე მმართველ გუნდს 

„იმედია, დაავალდებულებთ ფინანსთა მინისტრს, რომ უარი თქვას პოლიტიკურ უტიფრობასა და თავხედობაზე და გამოცხადდეს პარლამენტის სხდომაზე,“- ამ განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ მმართველ გუნდს, სესიაზე მიმართა.

აბესაძე ხორბლის გადამზიდავებისთვის შექმნილ პრობლემებს და რამდენიმე დღიან პროტესტს გამოეხმაურა. 

საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაიბარა.

„იმედია, დროულად შეაცვლევინებთ მთავრობას იმ ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, რომლის შესახებ სარჩელს ჩვენ აუცილებლად მოვამზადებთ და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ დავტოვოთ ულუკმაპუროდ და არ დავტოვოთ უპასუხისმგებლო ფინანსთა მინისტრის, თუ მთლიანად საქართველოს მთავრობის იმედად, რომელსაც შეუძლია, ერთი ფარატინა ბრძანებისა და არგუმენტაციის გარეშე, ადამიანი სამსახურის და შემოსავლის გარეშე დატოვოს,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები