27 დეკემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ნინო ზაუტაშვილის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს წევრმა არხის დირექტორისა და ბორდის შეხვედრის ჩანაწერი წაშალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა არხის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს 12 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერი წაშალა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

ზაუტაშვილის თქმით, ჩანაწერი არხის კრიზისულ მმართველობას ეხებოდა და ჩიპზე იყო ჩაწერილი. ჟურნალისტმა პროკურატურას მიმართა, რათა მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დაადგინოს, ადგილი ჰქონდა თუ არა სისხლის სამართლებრივ დარღვევას.

„პირველი ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, ჩვენი შეხვედრა პარლამენტთან, რათა მან უფრო მეტად გაარკვიოს თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ჩაერთოს ამ პროცესებში და აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ასევე, ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, მიაქციოს ყურადღება, ჩაერთოს პროცესში და დაადგინოს, იყო თუ არა სისხლის სამართლებრივი დარღვევა ამ კონკრეტულ ქმედებაში, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრმა ჩაიდინა,“- განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

დღის ამბები