საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მესამე კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს“ ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაა.