22 დეკემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ხორბლის გადამზიდავები საპროტესტო აქციას გააგრძელებენ - ხელისუფლებას ვადა ოქტომბრამდე აქვს

ხორბლის გადამზიდავები საპროტესტო აქციას გააგრძელებენ. მანამდე საინიციატივო ჯგუფი დღეს კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავს ფინანსთა სამინისტროში. უწყებაში კი ჯერ ამ შეხვედრის შესახებ თანხმობა არ განუცხადებიათ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა. გადამზიდავები 2020 წლის ბოლომდე მუშაობის უფლების მიღებასა და დამატებითი გადასახადების გაუქმებას ითხოვენ. სამინისტროს კი გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადას ოქტომბრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გზის გადაკეტვასა და პერმანენტული აქციებს აანონსებენ.

გუშინ საღამოს კი მცირე დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და ერთ-ერთ იმპორტიორს შორის, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და გადამზიდავებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

დღის ამბები