22 დეკემბერი 2024,   06:22
ვრცლად
"ჩვენ მათ მთავრობას გადავაყენებთ“ - გიორგი შენგელაია აქციებს აანონსებს

რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას ხსნის და მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

შენგელაია აცხადებს, რომ მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მხარდაჭერისთვის "ქართულ ოცნებას" მიმართა, თუმცა პარტიისგან უარი მიიღო.

ის, ახლო მომავალში, სახალხო მოძრაობას დაფუძნებას აპირებს და საზოგადოებას, ხელისუფლების შესაცვლელად, გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ვხსნი იმიტომ რომ ამ ვითარებაში, სადაც იქნება ფულების ტრიალი ჩემი მონაწილეობა ამ არჩევნებში მე უკადრისად მეჩვენება.

ნუ ჰგონიათ ვინც არიან ხელისუფლებაში, რომ მე სადმე მივდივარ. მე უბრალოდ მათთან ერთად არ მინდა. იმ საარჩევნო უბანში მისვლა სადაც ეგენი მივლენ.

მე ხალხს მოვუწოდებ, ჩავატარებ მიტინგებს. შევთანხმდებით, გავაგებინებ რასია საქმე, იმასაც წავუკითხავ რა თქვა თომას ჯეფერსონმა, ჩვენ მათ მთავრობას გადავაყენებთ“-ამბობს შენგელაია.

დღის ამბები