27 დეკემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ევროსაბჭოს დელეგაციას ოპოზიციამ "იბერიასთან" დაკავშირებული აუდიო ჩანაწერები გადასცა

ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისში იმყოფება. მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას სწავლობენ. ევროპელ დეპუტატებს დღეს პოლიტიკოსების გარდა, ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტებიც შეხვდნენ.

მხარეებმა თავისუფალ მედიასა და ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები განიხილეს. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელმა, მონიტორინგის ჯგუფის წევრებს, ტელეკომპანიის და ბიზნესზე სახელმწიფო რეკეტის დეტალების შესახებ, კონკრეტული მასალები წარუდგინეს.

ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს დღეს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატებიც შეხვდნენ.  "თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ მონიტორინგის წევრებს ინგლისურ ენაზე გახმოვანებული სკანდალური აუდიო ჩანაწერები გადასცა.

საუბარია აუდიო მასალებზე, სადაც ომეგა ჯგუფისა და იბერიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

„დავუტოვეთ ინგლისურ ენაზე გახმოვანებული ჩანაწერები, სადაც ჩანს უჩა მამაცაშვილი და მისი მინისტრები, როგორ არეკეტებენ და ატერორებენ , მე ვუთხარი კიდევაც იქ ერთ-ერთ გერმანელ დეპუტატს, რომ თუ „ნათლიას“ სამივე სერია ნანახი გაქვთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს არის "ნათლიას" მეოთხე სერია. იმიტომ რომ ზუსტად იგივე ჟანრი არის, ზუსტად იგივე ლექსიკონი არის. და ჩვენ რასაც გვინდა მივაღწიოთ არის ის, რომ საქართველოში  აი ამ მაფიოზური გარჩევის შესახებ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება,“-განაცხადა კახა კუკავამ. 

დღის ამბები