27 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
აღნიშნული საკითხი აღარ უნდა დადგეს დღის წესრიგში - მირიან წიკლაური კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე საუბრობს

მმართველი გუნდის ნაწილის აზრით, კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები არ უნდა გაიმართოს.

მირიან წიკლაურის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ უნდა დადგეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტის გამო, კანაფის კულტივაციაზე მსჯელობა საერთოდ უნდა შეწყდეს.

„აღნიშნული საკითხი აღარ უნდა დადგეს დღის წესრიგში, რადგან საზოგადოების მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ცალსახა იყო, მისი უდიდესი ნაწილი აშკარად უარყოფითად შეხვდა აღნიშნულ ინიციატივას. პარლამენტის წევრი თავისი ამომრჩევლის აზრს, ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი განხილვისთვის ხელმეორედ აღარ უნდა იქნეს შემოტანილი,“- განაცხადა მირიან წიკლაურმა.

კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური კონსულტაციები დაანონსა.

ამავე თემაზე
დღის ამბები