27 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი : ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან სახლში მივიდა

ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრა ოზურგეთში. "ომეგა ჯგუფის" გარშემო აგორებული სკანდალისა და თამბაქოს ბაზრის გადანაწილებთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ოლიგარქი საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტთან სახლში მიდის.

21:00 საათზე თქვენ ნახავთ, რა დააფიქსირა "კურიერის" კამერამ ყოფილ პრემიერთან დაახლოებული ბიზნესმენის სახლთან, იყო თუ არა ივანიშვილი-ჩხარტიშვილის შეხვედრის მთავარი თემა "ომეგა ჯგუფსა" და ტელეკომპანია "იბერია"-ზე ზეწოლის საქმის დეტალები და რას ამბობს თავად ვანო ჩხარტიშვილი "კურიერთან", რომელმაც ყოფილი პრემიერის სტუმრობა დაადასტურა. 

"დღეს ფოლკლორის მუზეუმის გახსნაა და ყველა სტუმარს ველოდები, ვინც არის მოწვეული,"-განაცხადა ჩხარტიშვილმა. 

კითხვაზე რა თემაზე შედგება საუბარი ექსპრემიერთან ჩხარტიშვილმა განაცხადა: "ფოლკლორზე მხოლოდ". 

დღის ამბები