27 დეკემბერი 2024,   07:20
ვრცლად
"ფეხებს ვერ მოჭამ ვერავის" - დეპუტატებს შორის დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა

„ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგო რატიანსა და „ქართული ოცნების“ წევრს, ზაზა პაპუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შესვენების დროს პარლამენტის დერეფანში გაგრძელდა.

დეპუტატები ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაზე კამათობდნენ.

დერეფანში მომხდარ შეკამათებამდე სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დროს დაიწყო, როდესაც ზაზა პაპუაშვილმა ოპონენტებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგების შესახებ დაუსვა კითხვა. მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ სამთვიანი მუშაობის მიუხედავად "ევროპულმა საქართველომ" ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რეალური შედეგი ვერ დადო.

ვითარების განმუხტვის მიზნით მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო.

დღის ამბები